ვიქტორია და დევიდ ბექჰემების 22 წლის ვაჟმა, რომეომ ცნობილ ფოტოგრაფთან, გრეი სორენტისთან რომანი დაადასტურა. გავლენიანი მშობლების შვილის ახალი რჩეული, აგრეთვე ცნობილი ფოტოგრაფის, მარიო სორენტის ქალიშვილია.
შეყვარებული წყვილი პაპარაცებმა ნიუ-იორკში გადაიღეს. ისინი ბარგს ალაგებდნენ და რომანტიკული მოგზაურობისთვის ემზადებოდნენ. რომეო და მისი რჩეული ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ, კოცნიდნენ და გამუდმებით ეხუტებოდნენ ერთმანეთს.
ბექჰემების ახალი სარძლოს ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი და უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„ვიქტორიას რისხვა გარდაუვალია“, „მზად ხართ ახალი ომისთვის?“, „ალბათ ვიქტორია შოკშია“, „არ შეეფერება ბექჰემებს“, – არ წყდება კომენტარები.