LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Virgin Galactic კოსმოსში კომერციულ ფრენებს 27 ივნისს დაიწყებს – რა ღირს ბილეთი

151
page

ორი წლის წინ, Virgin Galactic-მა მესამე თაობის ახალი კოსმოსური ხომალდი, VSS (Virgin SpaceShip) წარადგინა. ახლა კი ირკვევა, რომ კომპანია საბოლოოდ მზად არის მომხმარებლების მისაღებად. პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა Galactic 01 27 ივნისს გაეშვება. პირველი მისიის ფარგლებში, ხომალდი იტალიის საჰაერო ძალებიდან და ეროვნული კვლევითი საბჭოდან 3 ადამიანს გადაიყვანს.

მომდევნო ფრენა სავარაუდოდ, Galactic 02 კერძო ეკიპაჟით ამავე წლის აგვისტოს დასაწყისში გაფრინდება. ამ ორ ფრენას კომპანიის ვებგვერდის საშუალებით Live რეჟიმში ვუყურებთ. ცნობისთვის, კოსმოსში გაფრენის ერთი ბილეთი 450 000 დოლარი ღირს.

ფოტო: Virgin Galactic-მა ახალი კოსმოსური ხომალდი წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები