გერმანიაში ვირს ძვირადღირებული ავტომობილი სტაფილოში აერია და მისი ჭამა დაიწყო. „Associated Press”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ გისენში მოხდა. სპორტული ავტომობილის Mclaren-ის მფლობელმა ვირის პატრონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. როგორც დაზარალებული აცხადებს, მან მანქანა სულ რამდენიმე წუთით დატოვა და როდესაც უკან დაბრუნდა, აღმოაჩინა რომ ვირს კორპუსი სერიოზულად დაეზიანებინა. როგორც ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ივარაუდეს, ცხოველს ავტომობილი სტაფილოში აერია და მისი ჭამა სწორედ ამიტომ დაიწყო. განრისხებული მძღოლი ვირისგან მორალური და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.