კრიშტიანო რონალდო და ”რეალის” კიდევ 4 ფეხბურთელი FIFA 18-ის ოცნების გუნდში მოხვდნენ. გასულ კვირას EA Sports-მა, რომელმაც სპორტული სიმულატორი შეიმუშავა, ტოპ-100 მოთამაშის ბარათები წარმოადგინა.
სიას კრიშტიანო რონალდო ლიდერობს. გარდა ამისა, საკუთარ პოზიციებზე საუკეთესოთა შორის სერხიო რამოსი, მარსელო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი მიიჩნიეს.
ოცნების გუნდში ასევე მოხვდნენ: მანუელ ნოიერი (”ბაიერნი”), ჯორჯო კიელინი (”იუვენტუსი”), დანი ალვეში (”პსჟ”), კევინ დე ბრუინი (”სიტი”), ლუის სუარესი და ლიონელ მესი (”ბარსელონა”).
სიმულატორის ახალი ვერსია 29 სექტემბერს გამოვა.
FIFA-ს სერიის პირველი თამაში 1993 წელს გამოვიდა.