LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირტუალური ტური მსოფლიოს ყველაზე უცნაურ მუზეუმებში

315
cover

მუზეუმების დათვალიერება ზოგისთვის საინტერესო,ზოგისთვის კი მოსაწყენი აქტივობაა,თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც ყველას აინტერესებს რა ხდება ამ უცნაური ექსპონატების გარემოცვაში. „ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ მუზეუმებს:

ამაზრზენი საკვების მუზეუმი-შვედეთი

შეიკავეთ სუნთქვა და შეეცადეთ არ თავი ცუდად არ იგრძნოთ რადგან ეს არის შვედეთის ამაზრზენი საკვების მუზეუმი. მასში განთავსებულია მსოფლიოს 80 ყველაზე ამაზრზენი კერძი. როგორც სტუმარი, თქვენ გექნებათ საშუალება ნახოთ, დაყნოსოთ და სურვილის შემთხვევაში დააგემოვნოთ კიდეც ისინი. მუზეუმის ბილეთები დაბეჭდილია ღებინებისთვის განკუთვნილ პაკეტებზე, რაც შესაძლოა გამოგადგებათ. მუზეუმში წარმოდგენილია ისეთი კერძები, როგორიცაა ჩინეთის ღვინით სავსე პატარა თაგვები, ღამურას წვნიანი და იტალიური ქუთუთოები სავსე ყველით. მუზეუმი დოქტორმა სამუელ უესტმა დააარსა,რომელიც მუზეუმის კურატორი და ფსიქოლოგია. ამით მას სურს ხალხს გააცნოს სხვადასხვა რეგიონული კერძები და ჩამოაყალიბოს ერთმანეთის სამზარეულოსა და კულტურის მიმართ უფრო ფართო მიმღებლობის გრძნობა.

ბახუსის მუზეუმი-ხორვატია

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ შეგეძლოთ თქვენი ყველაზე გიჟური ალკოჰოლური თავგადასავლების დოკუმენტირება, მაშინ ეს მუზეუმი თქვენთვისაა. ხორვატიაში ადამიანმა არამარტო მოახერხა, არამედ ამ ფაქტებისგან მუზეუმიც შექმნა. რინო დუბოკოვიჩმა, უნივერსიტეტის სტუდენტმა, დააარსა მუზეუმი, რომელიც არის ნასვამი ისტორიების კოლექცია მთელი მსოფლიოდან. ხორვატიის Hangover-ის მუზეუმი არის კრეატიული, სახალისო და ინტერაქციული მუზეუმი. ლუდის სათვალეების ტარება და სიმთვრალის სიმულაციის განცდა, ბახუსის ოთახებში სეირნობა ის მცირედია იმ აქტივობებიდან,რითაც ამ მუზეუმში შეგიძლიათ დაკავდეთ.

 ტვინების მუზეუმი-ბანგალორი

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნეირომეცნიერების ეროვნული ინსტიტუტის ტვინის მუზეუმი არის ერთი უცნაური და ამავე დროს საინტერესო ადგილი, სადაც განთავსებულია ცხოველებისა და ადამიანის ტვინების მრავალფეროვანი კოლექცია. ამ მუზეუმს ზედამხედველობს დოქტორი შანკარი. თუ ამ მუზეუმს ეწვევით, მიხვდებით, რომ ის ნამდვილი ზომბილენდის თავშესაფარია. ვირთხისა და იხვის ტვინიდან დაწყებული ოთხი კვირის ბავშვის ტვინით დამთავრებული აქ ყველანაირი ტვინის ხილვას შეძლებთ. ეს ადგილი შიშს იწვევს და შეშლილი მეცნიერის ლაბორატორიას ჰგავს.

 ტუალეტების საერთაშორისო მუზეუმი-დელი

დელიში მდებარე ტუალეტების საერთაშორისო მუზეუმი ეძღვნება ტუალეტებს. ამ მუზეუმის მიზანია სანიტარული პირობების მნიშვნელობის შესახებ ადამიანების ინფორმირება. ის მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაურ მუზეუმს შორისაა. მას აქვს ტუალეტის არტეფაქტები დაახლოებით 50 ქვეყნიდან.აქ იხილავთ ტუალეტებს ბრიტანეთის შუასაუკუნეების პერიოდიდან,ასევე 1920-იან წლებში შეერთებულ შტატებიდან,ასევე მეფე ლუი XIV-ის მიერ გამოყენებული ტუალეტებს.

სელფის მუზეუმი-დუბაი

მუზეუმი სელფის მეფეებისა და დედოფლებისთვის! ეწვიეთ სელფის მუზეუმს დუბაიში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოგეცემათ საშუალება, გადაიღოთ იმდენი სელფი, რამდენიც გსურთ და და დაპოსტოთ კიდეც პარალელურად. ახალი სელფის სამეფო დუბაიში მიზნად ისახავს ხელოვნების, დიზაინის, კრეატიულობის შთაგონებას და ციფრული სამყაროს პოპულარიზაციას. 15-ზე მეტი pop-up მაღაზიით, თითოეული უნიკალური დეკორით, სრულყოფილი განათებით და საინტერესო რეკვიზიტებით, სელფის მოყვარულთათვის სამოთხეა.თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ არ იპოზიოროთ.

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი-ხორვატია

ეს უცნაური ექსპოზიცია დამთვალიერებლებს პირველად 2006 წელს წარუდგინეს. იდეის ავტორი ახალგაზრდა წყვილია ხორვატიიდან. მათ შეკრიბეს და გამოფინეს ნივთები, რომლებიც ეკუთვნოდათ წყვილებს, რომელთა ურთიერთობა სულ 4 წელი გაგრძელდა. ყოველწლიურად აქ 40 000-მდე დამთვალიერებელი მოდის, რათა ნახოს მსოფლიოში ერთადერთი დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი. 2011 წელს ევროპული მუზეუმების ასოციაციამ მუზეუმს მიანიჭა ჯილდო ინოვაციური იდეისათვის.

ტარაკნების დარბაზი დიდების მუზეუმში

დიდების მუზეუმში ტარაკნების დარბაზის გახსნა დეზინსექტორის მაიკლ ბოგდანის იდეაა. ეს ინოვაციური იდეა, რომელიც მოიცავს გამხმარი ტარაკნებისაგან შედგენილ დეკორატიულ ინსტალაციებს, ძალიან პოპულარული გახდა ტეხასში, სადაც გახსნილია ეს მუზეუმი. აღსანიშნავია, რომ 1980 წელს ბოგდანმა ქალაქ დალასში ჩაატარა კონკურსი “ყველაზე დიდი ტარაკანი”.

 საეჭვო სამედიცინო ინსტრუმენტების მუზეუმი

ბობ მაკოენის მიერ დაარსებულ ამ მუზეუმში წარმოდგენილია სამედიცინო დანადგარები და ხელსაწყოები, რომლებსაც ძირითადად იყენებდნენ ХХ საუკუნის დასაწყისში. ყველაზე პოპულარული და შოკისმომგვრელი მოწყობილობებია: ქალების მკერდის გასაზრდელი ტუმბო, მამაკაცების სიძლიერის გასაზრდელი დენის დამრტყმელი დანადგარი, მოწყობილობა ფრენოლოგიური კითხვისათვის, რომელსაც შეეძლო ტვინის რუკის შედგენა და ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, ანუ ინტელექტის განსაზღვრა. აქ წარმოდგენილია აგრეთვე კიდევ ერთი საეჭვო მოწყობილობა იმის განსასაზღვრავად, თუ რამდენად მოხერხებულია ფეხსაცმელი.

წამების საშუალებების მუზეუმი

ნიდერლანდების დედაქალაქი ამაყობს 50-ზე მეტი მუზეუმით, მაგრამ რამდენიმე მათგანი უცნაური და შემზარავია, მათ შორის წამების მუზეუმი. ქალაქის ცენტრში აღმოჩენილი მუზეუმი მტკივნეული ევროპული წარსულის ნათელ სურათს იძლევა. „სასჯელები და განაჩენები შუა საუკუნეებში“ მოიცავს 60-ზე მეტ სასჯელ ინსტრუმენტს ევროპის სხვადასხვა კუთხიდან, ინკვიზიციის სკამიდან გილიოტინამდე. სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის ამ ექსპონატების მონახულება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ექსპონატებს დამთვალიერებელზე ძლიერი ეფექტის მოხდენა შეუძლია.

ავანოს თმის მუზეუმი-თურქეთი

ავანოს თმის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს პატარა გამოქვაბულში, ჭურჭლის მაღაზიის ქვეშ, თურქეთის ქალაქ ავანოსში, შეიცავს თმის ნიმუშებს, სახელებს და მისამართებს 16000-ზე მეტი ქალისგან მთელი მსოფლიოდან. ამ უცნაური მუზეუმის წარმოშობა დაახლოებით 35 წლის წინ თარიღდება, როდესაც ჩეზ გალიპის მეგობარს, მეთუნეს, ქალაქი უნდა დაეტოვებინა და გალიპს სამახსოვროდ თმის ღერი გადასცა.

საკვების ანომალიების მუზეუმი

საკვების ანომალიების მუზეუმი მუზეუმი, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ სახლიდან გაუსვლელად,რადგან ის მხოლოდ ინტერნეტში არსებობს. საკვების ანომალიების მუზეუმი არის ლოს-ანჯელესში დაფუძნებული გრაფიკული დიზაინერის მაიკლ ჰანტულას ონლაინ ხელოვნების პროექტი, რომელშიც იხილავთ ადამიანის მიერ დამახინჯებულ საკვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g