LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსი სარგებლობს იმით, რომ ჩვენ შორის ერთიანობა არ არის – ჯანმოს დირექტორი

188
15841349405e6bfb1cc9d3e-1584134940-3x2-rt

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ Covid 19-თან ბრძოლა დაყოფილ მსოფლიოში უფრო რთულდება-ვირუსს მსოფლიო ერთიანობის გარეშე ვერ დაამარცხებს.

„ეს ძალიან საშიში ვირუსია და რთულია ამ ტიპის ვირუსს ებრძოლო, როდესაც მსოფლიო დაყოფილია და ერთიანობა არ არის. სხვადასხვა ზომებმა, რომლებიც ქვეყნებმა ვირუსის გასაკონტროლებლად მიიღეს, მრავალი მოქალაქის ცხოვრება თავდაყირა დააყენეს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გლობალურ ჯანდაცვაზე გავლენა დიდია, მაგრამ ზოგიერთი სოციალური გავლენა კიდევ უფრო სერიოზულია.

„მილიონობით ადამიანმა სამუშაო დაკარგა და ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა საარსებო წყაროც კი დაკარგა. ვირუსი სარგებლობს იმით, რომ ჩვენს შორის ერთიანობა არ არის. ამ ვირუსს მხოლოდ ერთიანობით დავამარცხებთ“, -აღნიშნავს ჯანმოს დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g