LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირუსს პუტინის ეშინია: როგორ ებრძვის რუსეთი კორონავირუსს

1147
RUSETI KORONA

რუსეთში კორონავირუსის 17 შემთხვევაა გამოვლენილი. თუმცა, რუსი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. დაავადებულთა შესახებ კი არაფერი იციან, რადგან მათ უბრალოდ არ ამოწმებენ.

„საკმაოდ დამაიდებლად გამოიყურება კორონავირუსით დაინფიცირებულთა მსოფლიო რუკა, რუსეთში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი, მაშინ როცა მსოფლიოში დაავადებულთა რიცხვმა 100 000 -ს გადააჭარბა. რატომ უვლის კორონავირუსი გვერდს რუსეთს? იქნებ პუტინის ეშინია?“- კითხულობს რუსი ჟურნალისტი.

აშშ: რუსეთი ცდილობს სოციალური ქსელების მომხმარებლები დაარწმუნოს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის უკან აშშ დგას

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯის შესახალად სოციალურ ქსელში კამპანიას აწარმოებს.

როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი სინამდვილეში გაცილებით მარტივადაა.

„ჩვენთან თითქმის არავის ამოწმებენ კორონავირუსსზე. თუ თქვენ ვირუსის სიმპტომები გაქვთ და მაღალი რისკის ქვეყნიდან ჩამოხვედით, ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში გაგაგზავნიან და ანალიზებს მაინც არ აგიღებენ“, – აცხადებს ჟურნალისტი.

ჟურნალისტმა ჩაატარა ექსპერიმენტი. მან თავი იტალიიდან ჩამოსულ ტურისტად გაასაღა. აეროპორტიდანვე დაიწყო კლინიკებში დარეკვა, მაგრამ მას შესთავაზეს, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პოლიკლინიკაში წასულიყო. პოლიკნიკაში კი უთხრეს, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა და ანალიზებს მხოლოდ მაშინ აუღებდნენ, როდესაც აშკარა სიმპტომები ექნებოდა. ურჩიეს მოსკოვში ჰიგიენისა და ეპიდოლოგიის ცენტრში მისულიყო.  ნოზოვცევის ინსტიტუტში კი უთხრეს, რომ კვლავ პოლიკლინიკაში უნდა წასულიყო.

ჟურნალისტური ექსპერიმენტი ბოლომდე ემთხვევა იმ ტურისტების ბედს, რომლებიც რეალურად დაბრუნდნენ ირანიდან, იტალიიდან და ჩინეთიდან. მათთვის შეუძლებელია ვირუსის გამოსაკვლევი ტესტის ჩატარება.

რუსეთის მთავრობის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია გასაგებია.

არავინ იტყვის, რომ ქვეყანაში ბევრი დაავადებულია, თუ ჩვენ მათ უბრალოდ არ გამოვავლენთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g