მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. მას მეგობარი, მუსიკოსი დათო ევგენიძე ლექსს უძღვნის.
ლექსი ევგენიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ჩემს ძმას გიოს!
…
იმ სახელების ჯარს..
იმ სახელების რიგს..
ცა ვარსკვლავებად ყრის..
ქარი კი
ქრის და ქრის…
ვის დავესესხო სიტყვა
ისევ შენ
აბა ვის…
ვის უნდა ვკითხო
სად ხარ…
ისევ შენ
აბა ვის…
როცა ზმანება დაგვზდევს
და დროც კი
თავს ხრის ძირს…
ვეღარაფერს ვიტყვი გიო
დრო უშენობას თვლის…
მიყვარხარ – მეუღლის პოსტი გიო ხუციშვილის გარდაცვალებიდან 4 წელისთავზე