LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის რა პრეტენზია აქვს რუსეთთან?! (ინტერაქტიული რუკა)

740
South-Ossetia-Russia-Georgia-trade

ტერიტორიული კუთვნილების საკითხი იმდენად ძველია, რამდენადაც ადამიანი. გონიერი ადამიანის გაჩენასთან ერთად გაჩნდა ინტერესი მიწათმფლობელობის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და დღეს მართალია სახეშეცვლილი ვარიანტით გვაქვს, მაგრამ პრინციპი იგივე დარჩა – მეტი ტერიტორია და მეტი ძალაუფლების დემონსტრირების ფაქტი.

უძველესი დროიდან ტერიტორიული დავა, კონფლიქტი, უთანხმოება და ომი ქონდათ დედამიწაზე არსებულ ყველა მეზობელ ქვეყნებს. ეს პრობლემა აქტუალურია დღესაც.

ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ მოსდევს ჩინეთი და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

 

ბუნებრივია ასეთი ქვეყნების რიცხვშია რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა. ამ მიმართულებით ყველაზე ცნობილი სამეზობლო დავა მას აქვს იაპონიასთან (კურილიის კუნძულები) და უკრაინასთან (ყირიმის ნახევარკუნძული). თუმცა რუსეთს სხვა ამ დრომდე გადაუწყვიტავი პრობლემები აქვს. მაგალითად, საქართველოსთან მიმართებაში. მსოფლიო საზოგადოებამ არ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები, არ არის აღიარებული მათი საზღვრები საქართველოსთან.

 

ლურჯი ფერი – ქვეყნები, ვისთანაც რუსეთს დავა აქვს
ყვითელი – ტერიტორიები, რომელთა გამოც არის დავა

ანალოგიური ვითარებაა დნესტრიპირეთშიც.

რუსეთს სასაზღვრო დავა აქვს ესტონეთთანაც. ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრების რატიფიცირება არც ერთ პარლამენტში არ მომხდარა.

კიდევ ერთი სადაო საკითხია ყაზახეთი. ამ ქვეყანაში რუსეთმა ბაიკონური იქირავა 2050 წლამდე და მასში დიდი თანხაც გადაიხადა. პერიოდულად წამოიწევა საკითხი მისი რუსეთისგან განთავისუფლების შესახებ, თუმცა აქ მოსახლეთა უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და როგორც ჩანს არც ერთ მხარეს არ აწყობს ახალი პრობლემა.

კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთან საზღვარი მორიგი ტერიტორიული პრობლემაა რუსეთისთვის, თუმცა 2018 წელს ეს დავა ნაწილობრივ მოგვარდა და ოდესღაც რუსეთს ამ რეგიონში ერთი საზღვარი თუ ქონდა ირანთან, დღეს ის ხუთ ქვეყანას ემეზობლება. კასპიის ზღვის ზოლში ერთ დროს რუსეთი 86% -ით ლიდერი მესაზღვრე ქვეყანა იყო, თუმცა დღეის მდგომარეობით მის მფლობელობაში 695 კილომეტრი ზოლი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები