LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის რამდენი დაუჯდა 2020 წლის არჩევნები: საარჩევნო სუბიექტებმა 37 მილიონ ლარზე მეტის ხარჯი გასწიეს

92
FORTUNA.GE- (1)

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო სუბიექტებმა, ჯამში, დაახლოებით 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გასწიეს.

ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე საუბარია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ შემოსავლებზე, საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობასა და მასზე ზედამხედველობაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი იმ თანხების რაოდენობას ეხება, რომელიც საარჩევო სუბიეტებმა გაიღეს.

ორგანიზასიის ანგარიშის მიხედვით, ხარჯების ოდენობით პირველ ადგილზე პარტია “ქართული ოცნებაა” და მთლიანი თანხის 46%-ს სწორედ ის გასცემს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები ასე გადანაწილდა:

◾  17.1 მლნ ლარი მმართველ პარტია – “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველო”;

◾  6 მლნ ლარი “ლელო – მამუკა ხაზარაძე”;

◾  5.2 მლნ ლარი – საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” .

 

საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75%-ს, რაც 28.1 მლნ ლარია, სარეკლამო ხარჯები შეადგენდა:

“მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სარეკლამო დანახარჯებით ტრადიციულად პირველ ადგილზე იყო, მისი ხარჯები რამდენჯერმე აღემატებოდა შემდეგ ადგილებზე გასული სუბიექტების ხარჯებს. მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯები ყველა სუბიექტის სარეკლამო ხარჯის 43%-ს წარმოადგენდა;
რეკლამის სახეობებს შორის დომინირებდა სატელევიზიო რეკლამა (მთლიანი სარეკლამო ხარჯის 45%) და გარე რეკლამა (30%), თუმცა, ასევე, მზარდი კატეგორია იყო ინტერნეტრეკლამა.” – აღნიშნულია ანგარიშში.

შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა სატელევიზიო რეკლამაზე ჯამში 12.6 მლნ ლარზე მეტი დახარჯეს, მათ შორის ყველაზე მეტი:

◾  “ქართულმა ოცნებამ” – 4.5 მლნ ლარი;

◾  “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი – 3.1 მლნ ლარი.

“რვა საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომლის მიერ დეკლარირებული ხარჯები რეალურად გაწეულ ხარჯებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში სატელევიზო რეკლამის ხარჯის ველსა და შესაბამის სპეციალურ ფორმაში ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული, მაშინ როდესაც, ჩვენმა მონიტორებმა სხვადასხვა ტელეარხზე ამ საარჩევნო სუბიექტის 130-მდე ფასიანი ვიდეო რგოლი აღნუსხეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 100,000 ლარი უნდა ყოფილიყო.”- წერია გავრცელებულ ანგარიშში.

 

საარჩევნო სუბიექტებმა გარე რეკლამაზე ჯამში დაახლოებით 8.3 მლნ ლარი დახარჯეს:

◾  5.1 მლნ ლარი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ”;

◾  1.2 მლნ ლარი “ლელო – მამუკა ხაზარაძემ”.

საარჩევნო სუბიექტების მიერ ინტერნეტრეკლამაში გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 3 მლნ ლარს მიაღწია:

◾  პირველ ადგილზეა “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 849 592 ლარით;

◾  საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 681 044 ლარით;

◾  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 677 024 ლარით.

“ფეისბუქ“ რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 1 სექტემბრიდან – 28 ნოემბრამდე წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსის მქონე მასალის განსათავსებლად ცხრა საარჩევნო სუბიექტს სულ დაახლოებით 701 350 აშშ დოლარი ჰქონდა დახარჯული.
შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტმა შრომის ანაზღაურებაზე მთლიანობაში დაახლოებით 1.5 მლნ ლარი დახარჯეს. ამ თანხას უნდა დაემატოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ვალდებულებების რეესტრში მითითებული დაახლოებით 600 000 ლარი, რომელიც 2,000-ზე მეტი კოორდინატორის შრომის ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს.”- აღნიშნულია “საერთაშორისო  გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ საბოლოო ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g