ტელეჟურნალისტ მაია ასათიანის საჯარო მიმართვას, რომელიც მან ახლახან, სოციალურ ქსელში გაავრცელა, მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ამავე მიმართვის კომენტარების ველში ეხმიანება.
„მაი, ვის რას უხსნი, ან რატომ. ვინც ამას წერს, ისე ხომ არ აჩვენებ 1-2 ვიდეოს, სტუდიაში წლების განმავლობაში სასწრაფოს გარეშე რომ ვერ წერდი გადაცემას, გული რომ მიგდიოდა დღეში ასჯერ და დანარჩენი აღარ მინდა დავწერო. მოკლედ, ხალხო! გონს მოეგეთ!
ვისაც გიკვირთ და განიკითხავთ, ზუსტად იცოდეთ, იგივე დაგემართებათ. კიდეც რამდენიმე ადამიანი რომ გვყავდეს მაიასნაირი, ბევრად კარგ ქვეყანაში ვიცხოვრებდით! როდემდე?“, – წერს ნინა წკრიალაშვილი.