LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერი – ღარიბაშვილი TV პირველს

124
ირაკლი-ღარიბაშვილი

“ტვ პირველის” განცხადებით, დღეს ტელევიზიის ცენტრალური სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში საინფორმაციო გამოშვება ვერ გადიოდა და მაუწყებლობა პარალიზებული იყო. როგორც ტელეკომპანიაში განაცხადეს, მათი ცენტრალური სერვერი დილით, 4:31 წუთზე გაითიშა.

“ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დღეს პრემიერს დაუსვეს კითხვა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

“ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერი, საერთოდ… თქვენ ხართ Real TV ჩვეულებრივი, ისეთივე, როგორიც იყო 2012 წელს ვანო მერაბიშვილის ტელევიზია, დღეს, რა თქმა უნდა, თქვენი მმართველი არის სააკაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი, მაგრამ თქვენ ხართ, ჩვეულებრივ, ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია, რეალ ტივი, იგივე სტილში მუშაობთ, ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია, ეს არის თქვენი ხელწერა”, – ამბობს ღარიბაშვილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g