LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის სთხოვეს დახმარება გაუჩინარებამდე ბაიამ და გიორგიმ

1588
beruashvili -shalamberidze

მტკვარში ნაპოვნი ბაია ბერუაშვილი და გიორგი შალამბერიძე გაუჩინარების დღეს საბურთალოზე შენიშნეს. ახალგაზრდები სწავლისთვის ფულს აგროვებდნენ.

„მე ეს ახალგაზრდები ვნახე პეკინზე, საბურთალოს ქუჩაზე რომ  გავდიოდი, მანქანით ვმოძრაობდი. ხელში დიდი პლაკატი ეჭირა გოგონას წარწერით, „ვაგროვებ სტუდენტურ გადასახადსო“. ჩვენ, მე და ჩემმა დაქალმა მანქანიდან ვუთხარით, რომ ბარათზე გვქონდა თანხა, თორემ აუცილებლად დავეხმარებოდით. 

ძალიან საყვარლები იყვნენ და ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ეს მოხდა 14 აგვისტოს. დაახლოებით 19:00 საათისკენ. 

ჩემს დაქალს ვუთხარი, რა საყვარლები არიან, ასე რომ, აგროვებენ სწავლის ფულს-მეთქი. მათ ბედნიერი, გაბადრული სახეები ჰქონდათ“, – წერს მომხმარებელი. 

 

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ბაია ბერუაშვილისა და გიორგი შალამბერიძის ცხედრები მაშველებმა 17 აგვ ისტოს მტკვარში იპოვეს. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ჩემო სულო როგორ გავმწარდით…როგორ გვიხაროდა და გვეამაყებოდი” – გარდაცვლილი ბაია ბერუაშვილის დეიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g