ყოველწლიურმა მუსიკალურმა ფესტივალმა Austin City Limits, 2019 წლის ლაინაფი გამოაქვეყნა და მუსიკის მოყვარულებს ცნობილი რეპერების და როკერების – ჯგუფების Guns N’ Roses, Mumford & Sonsб the Cure და შემსრულებლების Childish Gambino, Cardi B და Billie Eilish ერთ სცენაზე მოსმენა შესთავაზა.
ფესტივალი ტეხასის შტატში, ქალაქ ოსტინში გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში, მოწვეულ სტუმრებს შორის კი, ასევე იქნებიან Kacey Musgraves, Thom Yorke, Modern Boxes, Lizzo, Lil Uzi Vert, 21 Savage, Rosalía და the Raconteurs.

