LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის ვნახავთ ახალ სეზონზე “რუსთავი 2”-ის “კომედი შოუში”

2511
comedy-show-news-19

მიშა ანდღულაძე, კობა ბარათელი, ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე, სიკო ჭუმბურიძე – “კომედი შოუ” ამ და სხვა სახეებით “რუსთავი 2”-ზე ახალ სეზონს იწყებს. მაყურებელს ასევე ექნება საშუალება, ნახოს პოპულარული გადაცემა “გააცინე და მოიგე”, რომელსაც ვახო ბიჭიკაშვილი უძღვება.

შესაბამისი ანონსი “კომედი შოუს” გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2′-ის იუმორისტების ჯგუფი დატოვა 13-მა ადამიანმა, მათ შორისაა ვანო ჯავახიშვილი. მისი გადაცემა “მთავარ არხზე” პარასკევს საღამოს ათზე გავა, ხოლო “რუსთავი 2” “ვანოს შოუს” ფორმატს იტოვებს და მისთვის სხვა წამყვანს ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები