LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ახლა სესხის პროცენტი გაეზარდათ, როგორც კი გადაივლის ეს ფაქტორები, საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

67
Asset 5-100

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, შემცირდეს.

როგორც მან განმარტა, რეფინანსირების განაკვეთმა გარემო პირობების გათვალისწინებით მოიმატა, თუმცა, შესაძლებელია მისი შემცირება ამ ფაქტორების გადავლის შემდეგ.

„მაშინ, როდესაც გარემო-პირობები მოითხოვს გამკაცრებას, აუცილებელია გამკაცრდეს რეფინანსირების განაკვეთი, თორემ თუ არ გამკაცრდა, შეიძლება მომავალში კიდევ უფრო მეტი გამკაცრება იყოს საჭირო. დროული გამკაცრების შემდეგ ასევე დროულად მოხდება საპროცენტო განაკვეთის შემცირება და საბოლოოდ, თუ მთლიანად შევხედავთ, აქ ოპტიმალური შედეგი უნდა დადგეს ისევ და ისევ იმ გარემოებებიდან, რომელიც არსებობს. ვისაც ახლა სესხის პროცენტი გაეზარდათ, როგორც კი გადაივლის ეს ფაქტორები, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი შემცირდება და მათი საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება. ამასთან, როდესაც სესხები ლარშია აღებული აღარ მოქმედებს ე.წ. ვალუტის კურსის გაუფასურების ეფექტი“, – განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g