LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება, ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ: მეუფე იაკობი

751
იაკობი

ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა?-ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ?“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ადამიანს ვერ დააძალებ გააკეთოს ის, რაც არ უნდა, „ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის“.

“ზოგადსაკაცობრიობაზე არ დამიწყონ საუბარი, რომ თურმე, ყველაზე ზრუნავენ. აიცრა და შენ დაავადებული კაციც ვეღარ დაგაავადებს. ვინც არ აიცრა, იმან იცის, რომ შეიძლება დაავადდეს. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, შეხედეთ, რა ხდება. ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა, იმათ დაიწყეს აცრა, ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება.” – აცხადებს მეუფე

მისივე თქმით, საზოგადოება გახლეჩილია და ერთმანეთი არ უნდა ვაკრიტიკოთ.

“შენი არჩევანია, უფალთან შენ ხარ პასუხისმგებელი, სხვას სხვანაირად სწამს. ეს ისედაც გახლეჩილი საზოგადოება, კიდევ არ გავხლიჩოთ“,-აღნიშნავს მეუფე იაკობი.