LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, მე მაპატიეთ” – ნოე სულაბერიძე მოქალაქეებს მიმართავს

3407
BeFunky-collage

უკვე რამდენიმე საათია, რაც სოციალური ქსელი მოიცვა ნოე სულაბერიძის ფოტომ წარწერით:  აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში რას აირჩევდით – თავისუფლება თუ მშვიდობა.

პროდიუსერისა და ტელეწამყვანის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება გამოიწვია. მათი უმეტესი ნაწილი ნეგატიურია.

“ეს უგუნურების სხვა სიმაღლეა აშკარად.. თან დებილები ვგონივართ” – ვინ როგორ ეხმაურება ნოე სულაბერიძის გამოკითხვას

არაერთი გამოხმაურების შემდეგ, თავად ნოე სულაბერიძემ გაავრცელა განამრტება მის მიერ ჩატარებულ გამოკითხვასთან დაკავშირებით. ნოე წერს, რომ მის “ინსტაგრამ” გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება მართლაც დაუფიქრებელი იყო.

 

 

ტელეწამყვანი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

“ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისუფლება ჩემთვის უმთავრესი ღირებულებაა, ასე იყო, ასე იქნება. ამ ბოლო დროსაც, რასაც ვქმნი, უმეტესობა სწორედ ამ ღირებულებას ეძღვნება, თუმცა ისიც რეალობაა, რომ იგივე ადამიანები, ამას არასდროს სქრინავენ, ეს რა თქმა უნდა ეს არ მიკვირს )

ჩემი ინსტაგრამის გამოკითხვაში კითხვის ფორმულირება იყო მართლაც დაუფიქრებელი. ადამიანები ვართ, უზუსტობა და გადაცდომა ხანდახან ყველას მოგვდის, არ მიჭირს ამის აღიარება, მით უფრო, რომ არც რეზონანსზე დავფიქრებულვარ და არც გამოკითხვის საბოლოო შედეგს ველოდი ასეთს )

მესმის, რომ ჩასაფრებულების მცირე ნაწილს მიზეზი მივეცი ფსევდოპატრიოტული აღშფოთებისთვის, თუმცა ვისაც ჩემი პირადი გვერდის გამოკითხვა მართლა გულწრფელად შეეხო, (მათ შორის ბევრ ჩემთვის უცნობ ადამიანს) მე მაპატიეთ”, – წერს ნოე სულაბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები