ტექნიკური ინსპექტირება ავტომობილებს კვლავ მოეთხოვებათ.
იმ მძღოლებს, რომლებსაც ტექინსპექტირების ბოლო ვადა, საგანგებო მდგომარეობის გამო გადაუვადდათ, მანქანები 21 ივლისამდე უნდა შეემოწმებინათ.
ტექინსპექტირების ცენტრები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საგანგებო მდგომარეობის დროს თქვენს ავტომობილს ტექინსპექტირების ვადა გაუვიდა
ყველა ავტომფლობელი, რომელმაც კარანტინის 2-თვიან ვადაშიც არ გაიარა ტექინსპექტირება, შესაძლებელია დაჯარიმდეს.
ჯარიმა ასევე შეიძლება დაეკისროს ნებისმიერს ვისაც ტექინსპექტირება 21 ივლისის შემდგომ უწევთ, თუკი ისინი შესაბამის თარიღს გადააცილებენ.
წესები, რომლებიც უკვე ძალაშია, ასეთია:
ახალრეგისტრირებულ ავტომობილებთან მიმართებით ჩნდება კატალიზატორის მოთხოვნა, უკვე ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი ეს ნორმა 2022 წელს ამოქმედდება.
რეგულაცია საბურავებსაც შეეხება. 10 ან მეტი წლის საბურავებით მანქანები ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. იგივე ითქმის, გარდა ამისა, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ.
გარდა ამისა, ახალი ნორმების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ტექინსპექტირების გავლისას საჭის გადატანის აკრძალვა ამოქმედდება, თუმცა საჭის გადატანა მარჯვენასაჭიან ავტომობილებში სავალდებულო არ არის. მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, პირველადი ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ, გადატანილი საჭით მას განმეორებით ვეღარ გაივლიან. გარდა ამისა, მარჯვენასაჭიანი მანქანები, ფარებზე სპეციალური სტიკერების დაკვრის შემდეგაც ვერ გაივლიან ტექინსპექტირებას.
ცნობისთვის, პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი 200 ლარი.
მძღოლებმა, იმის გასარკვევად, თუ როდის უწევთ მათ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება, ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ ვებგვერდზე http://pti.ge/
რატომ არ იცვლება გზებზე მდგომარეობა? - ტექინსპექტირების რეფორმის ხარვეზები.
„რატომ გვბოლავენ ისევ?“ - ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის ზღვარზეა
დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე.