LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც ვინმემ უნდა აპატიოს და შეურიგდეს არიან თავად დაზარალებულები: ანა დოლიძე

127
ana-dolidze

„პირველი და უმთავრესი ვისი აზრიც უნდა მოვისმინოთ და ვისაც ვინმემ უნდა აპატიოს, შეურიგდეს, ვინც წყვეტს ამ შერიგების საკითხს, არიან თავად დაზარალებულები“-ამის შესახებ „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი განმარტებით, შერიგების იდეის სამხრეთ აფრიკული მოდელი, რომელიც მან 2012 წელს წარადგინა, დღეს დამახინჯებული სახითაა წარმოდგენილი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ის იდეა, რომელიც მე 2012 წელს წარვადგინე ასე დამახინჯებული ფორმით არის წარდგენილი და გადაება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, რაც არასწორად მიმაჩნია, გადაება ვადამდელი არჩევნების საკითხს და რაც მთავარია წარმოდგენილი იქნება, როგორც პოლიტიკური პარტიების შერიგება.

დამახინჯებულია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ მთავარი შერიგების არსი, პირველ რიგში არის ისტორიული სიმართლის წარმოჩენა, ისტორიული სიმართლის დადგენა, იმისთვის, რომ ის რეპრესიები, რომლებიც იყო, დარღვევები და დანაშაულები არ განმეორდეს. შერიგება არის პასუხისმგებლობის დადგენის შემდეგ. ეს არის სწორედ ის სამხრეთ აფრიკული მოდელი, რომელზეც ვსაუბრობდი.

შერიგება პირველ რიგში უნდა მომხდარიყო დაზარალებულებს შორის, პოლიტპატიმრებს შორის, რეპრესირებულებს შორის და იმ ხალხს შორის, ვინც ეს ჩაიდინა. ვწუხვარ, რომ იმ ხალხმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ეს პროცესი როგორი უნდა იყოს, მოახდინა ამ ტერმინის ინფლაცია.

ის, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არის პოლიტიკური განცხადება.

პირველი და უმთავრესი ვისი აზრიც უნდა მოვისმინოთ და ვისაც ვინმემ უნდა აპატიოს, შეურიგდეს, ვინც წყვეტს ამ შერიგების საკითხს, არიან თავად დაზარალებულები.

მას შემდეგ, რაც ამის ხსენება დავიწყე, დავინახე ინტერვიუები ბუტა რობაქიძის დედის, დაზარალებულები, პოლიტპატიმარი, პოლიტდევნილი.. ბევრი მათგანის საქმე დღემდე არ არის დასრულებული, დახურული.

კონტურები, რა იქნება ეს შერიგება, გარდა იმისა, რომ გადავფაროთ ყველა სხვა თემა: კოვიდ პასპორტები, ვაქცინაცია, სასტიკი სოციალური მდგომარეობა – ამის მაგივრად დღეს ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც კონკრეტულად რას ნიშნავს, არავინ იცის. ეს ძალიან აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც ბევრი სხვა მიმართულებით სალაპარაკო უბრალოდ არ აქვს“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g