საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირის მხრიდან საჭირო ნაბიჯებზე.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.