LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისი იდეაა შმაქსაობა?

502
page

“გირჩის” დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ბევრისთვის საინტერესო კითხვას სცემს პასუხს და იმ პირს ასახელებს, რომელმაც “შმაქსაობის” იდეა მოიფიქრა. 

კალაძე: „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“

დედაქალაქის მერი „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას ეხმაურება.

ჯაფარიძის თქმით, იდეის სულისჩამდგმელი ამირან ტორონჯაძეა, რომელსაც ჯაფარიძე არ იცნობს.

“შმაქსი • Shmaxi-ზე ბევრგან შემხვდა, ვისი იდეა იყოო

მოკლე, მაგრამ სრულმასშტაბიანი გამოძიებით დადგინდა რომ იდეის მთავარი სულისჩამდგმელი ეს ადამიანია Amiran Toronjadze

აზრზე არ ვარ ვინაა, მაგრამ აქ Waffle მუშაობსო

კაქტუს.

პ.ს. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თუ მაინცდამაინც ვინმეს გინება მოგინდათ…” – წერს ზურა ჯაფარიძე.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, “შმაქსაობაში” ჩართვას სთავაზობს. 

პატრულმა სამი შმაქსი დააჯარიმა

ორი დაჯარიმებულია ლიცენზიის არქონის, ერთი კი ფერის გამო

კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობაა – ის ქირაობს „მასწავლებლებს“, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც “გირჩის”, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი აქვთ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.

“შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

ანაზღაურება შმაქსში არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ შმაქსისტებს პოლიცია ვერ დააჯარიმებს, თუ მასწავლებელი და მგზავრიც ზუსტად განუმარტავს თუ რა მიზნით გადაადგილდებიან და რა ფორმით ხდება ანაზღაურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g