LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისი თითის ანაბეჭდებია წერილზე, რომელიც ხაზარაძემ, მისი თქმით, გახარიასგან მიიღო

534
xazaradze3

დისკზე ჩაწერილი ექსპერტიზის შედეგები უკვე საქართველოშია. მამუკა ხაზარაძის ქართველმა ადვოკატებმა ინგლისიდან იმ წერილის თითის ანაბეჭდების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ გაუგზავნა. 

მე წერილებს არ ვწერ - გიორგი გახარია ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს [ვიდეო]

„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების"

“ლონდონის ექსპერტიზამ დაადასტურა და მკაფიოდ არის აღმოჩენილი ათეულობით ანაბეჭდი წერილის ორივე გვერდზე. ანაბეჭდები იმდენად მკაფიოდ არის, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდებთან შედარება“, – აცხადებს ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი ეკა ეგუტია.

მისი თქმით, ეს უკვე გენარალური პროკურატურის პრეროგატივაა, რომ გამოძიება განაახლოს. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს

კიდევ ერთი ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ წერილზე ათეულობით ანაბეჭდია და არც ისე რთული დასადგენია, ეს ანაბეჭდები ვის ეკუთვნის. 

“ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას ზუსტად, ვისი ანაბეჭდება ზედ“, – აცხადებს კორძაძე.

 

არის თუ არა წერილზე გახარიას ან მასთან დაკავშირებული პირის ანაბეჭდები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

იურისტები ამბობენ, რომ თავად მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია, ვის აჩვენა, სად ჰქონდა წერილი მიტანილი და ვისი ანაბეჭდები შეიძლება იყოს წერილზე. 

დისკს პროკურატურაში უახლოეს მომავალში წარადგენენ.

 

 

 

პოპულალურები