პლოცკის ,,ვისლას” გულშემატკივრების გადაწყვეტილებით კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მერებაშვილი დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიტულისთვის ბრძოლაში ქართველ ნახევარმცველს საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავდა, ჩვენიანმა საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო. გულშემატკივერთა 65% უპირატესობა სწორედ გიორგი მერებაშვილს მიანიჭა.
ქართველმა ნახევარმცველმა 21 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
კარგმა თამაშმა განაპირობა ისიც, რომ ოქტომბერში ,,ვისლამ” მერებაშვილთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.