LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისოლ ჯგუფმა“ კარიერული განვითარების ფორუმი გამართა

62

„ვისოლ ჯგუფმა“ პირველად საქართველოში „კარიერული განვითარების ფორუმი“ გამართა  და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს ჯგუფის განვითარების გეგმები და ადამიანური რესურსების კუთხით საჭიროებები გააცნო.

„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების თუ პროფესიული სასწავლებლების დეკანატს ადამიანური რესურსების კუთხით ჩვენი საჭიროებები გავაცნოთ, რომ მათ სასწავლო პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო მეტად მოარგონ და გამორჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცენ„ვისოლ ჯგუფის“ თუ სხვა წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების გუნდს წევრები გახდნენ. „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თითოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომპირველ ბიზნეს კომპანიას წარმოვადგენთ, რომელიც მსგავსი თანამშრომლობის ინიციატივით გამოდის, რის საფუძველზეც დასაქმების ბაზარზე საჭიროებაზე მორგებულ პროფესიული ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვილ პერსონალს მივიღებთ“, – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა  სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, 5000-მდე თანამშრომლით „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. „ვისოლ ჯგუფი“  ყველა თანამშრომელს თანაბრად აძლევს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენას საშუალებას. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს ჩამოაყალიბა „ვისოლ ჯგუფის“ აკადემია, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს  აიმაღლოს კვალიფიკაცია, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.

„ვისოლ ჯგუფი“ ყოველწიურად მართავს „სტუდენტურ დასაქმების ფორუმს“, რომლის შედეგადაც ასობით სტუდენტს მიეცა „ვისოლ ჯგუფში“ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g