LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან ხაძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს

54

თბილისში, ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს. ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 3 სამაშველო ბრიგადა (15-მდე მეხანძრე – მაშველი) მუშაობს.

“ლაგუნა ვერეს მოპირდაპირე მხარეს, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა. ღია ცეცხლის კერები აღარ არის. მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები”, – განაცხადეს სააგენტოში “ფორტუნასთან”.

ცეცხლის გავრცელების შესახებ შეტყობინება, დაახლოებით ოცი წუთის წინ შევიდა. სოც. ქსელში გავრცელდა ხანძრის ამსახველი ვიდეო კადრებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g