LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის იქნება განსაკუთრებით საშიში „ომიკრონი“ – ივანე ჩხაიძის განმარტება

2293
ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი განსაკუთრებით საშიშია 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბუსტერ დოზების გააქტიურება აუცილებელია.

“65 წელს გადაცილებული ადამიანები ჩვენი მოსახლეობის ის ფენაა, რომელსაც უფრო მეტი ქრონიკული დაავადება აქვს და რომელსაც უფრო ნაკლებად აქტიური იმუნური სისტემა აქვს. შესაბამისად, ამ ასაკობრივ ჯგუფში ნებისმიერი ვირუსი, მათ შორის „ომიკრონი“ გართულებების მაღალი რისკით ხასიათდება.” – აცხადებს პროფესორი ივანე ჩხაიძე.

მისი განცხადებით ახლა ქვეყანაში ძირითადი სამიზნე სწორედ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია უნდა იყოს.

“თუ გავითვალისწინებთ, ჯანმოს რეკომენდაციას, აუცილებელია ბუსტერ დოზების გააქტიურება. დღეს ბუსტერ დოზა განიხილება, როგორც ერთადერთი შესაძლებლობა „ომიკრონისგან“ ეფექტურად დაცვისა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.