LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვისურვებდი, რომ ჩემი წერილი წაიკითხოს ყველა დედამ, ვინც შვილი დაკარგა…“ – 14 წლის აითაჯის დედის წერილი ციხიდან

1882
BeFunky-collage

ქმრის მიერ მოკლული 14 წლის აითაჯ შახმანოვას დედა ციხიდან წერილს აზიარებს.

დედა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზეა ბრალდებული და პატიმრობაში იმყოფება.

„ვისურვებდი, რომ ჩემი წერილი წაიკითხოს ყველა დედამ, ვინც შვილი დაკარგა…“ – აღნიშნავს აითაჯის დედა.

წერილს ციხიდან „მთავარი არხი“ ავრცელებს.

 

 

ცნობისთვის, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის საქმეზე შესაძლებელია, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. მისივე განმარტებით, თითოეული ბრალდებულის მიმართ, პროკურატურის მიდგომა „უმკაცრესი იქნება“.

„ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ინფორმაციისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს.

ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g