მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვერა ქობალიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებას და მისი საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს:
ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა. ვერა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში.
ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი. რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი, – წერს სააკაშვილი.
შეგახსნებთ, რომ ვერა ქობალია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2010-2012 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.
ვერა ქობალია ქართულ პოლიტიკაში ზუგდიდიდან ბრუნდება?