ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატური ადასტურებს. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
როგორც ცნობილია, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავდაპირველად გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობილებლობის მუხლებით მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. არასამთავრობო ორგანიზაციები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საფუძველი ქსენოფობიური მოტივი იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ჩართულობისა და განვითარების ცენტრში კი ამბობდნენ, რომ საფაროვის მკვლელოვაში ბრალდებულები ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.