რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილების სპეციალური რეჟიმია დაწესებული ფარავნის უღელტეხილზე.
ქარისა და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, 21:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც “ფორტუნას” დეპარტამენტში განუცხადეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქარის, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზეც.