LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი ბანკი” ბინის შეძენის მსურველებს ახალ პირობებს სთავაზობს

130

”ვითიბი ბანკი” და „ლაგი ჯგუფი“ მომხმარებელს ერთობლივ პროექტს სთავაზობენ. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს,  ნებისმიერ ფიზიკურ პირს, შესაძლებლობა აქვს, ”ვითიბი ბანკის” იპოთეკური სესხით, შეიძინოს ბინა ხელსაყრელი პირობებით და მხოლოდ პირადობის მოწმობით.

სპეციალური პირობები იპოთეკურ სესხზე მოქმედებს „ლაგი ფგუფის“ სამ მიმდინარე პროექტზე:

  • დიდი დიღომი, სახლი გუდვილთან.
  • ლაგი – დიღმის ტყე პარკთან
  • ლაგი –  (ტოიოტას ცენტრის მიმდებარედ)

როგორც ”ვითიბი ბანკში” განმარტეს, სესხი გაიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობით, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, ათი წლის ვადით, თანამონაწილეობა  კი 30%-დანაა.

„ლაგი ჯგუფის“ სახლში ბინის შეძენა შესაძლებელია ”ვითიბი ბანკის”  მომსახურების „იპოვე სახლი“ -ს ფარგლებში. ამომწურავი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია სამშენებლო კომპანიის ოფისში ვითიბი ბანკის წარმომადგენელთან, ან ვებ გვერდზე –www.vtb.gewww.lagi-group.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g