LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს სამომხმარებლო სესხებზე აქციას სთავაზობს

79

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს  სამომხმარებლო სესხებზე ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში შემცირებულია როგორც სამომხმარებლო სესზის საბაზისო, ისე ეფექტური განაკვეთი.

როგორც „ფორტუნას“ „ვითიბი ბანკში“ განუცხადეს, სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური განაკვეთი 1.2% – 2.3% –ით შემცირდება და მაქსიმალური 16.87% იქნება. სამომხმარებლო სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.

სესხის  წლიური საბაზისო განაკვეთი 11%-დან განისაზღვრება და თანაბარია ყველა ვალუტაში. სესხი 30 000 ლარამდე მოცულობით გაიცემა და 4-წლიანის პერიოდის შემთხვევაში მისი განაკვეთი 14,5% იქნება.

შემცირებული განაკვეთით სესხის აღება „ვითიბი ბანკში“ს ერთი თვის განმავლობაში, 16 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

სამომხმარებლო სესხი ნებისმიერი მიზნობრიობით, უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g