6 მარტიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია 45 000 ლარამდე ოდენობის სესხით სარგებლობა, უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მაქსიმალური ვადაა 5 წელი.
”აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შესაძენად, ან გასარემონტებლად, ავტომობილის შესაძენად, არსებული დავალიანების დასაფარად, ან უბრალოდ პირადი მიზნებისთვის”, – აცხადებენ ვითიბი ბანკში.
მათივე ცნობით, აქცია გაგრძელდება 6 აპრილის ჩათვლით. სესხის აღება შესაძლებელია ლარში. წლიური საპროცენტო განაკვეთი 9%-დან. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17,2%-დან.
სესხის ასაღებად მინიმალური შემოსავალი უნდა შეადგენდეს 300 ლარს თვეში.