LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ტრიატლონში საერთაშორისო სპორტული ღონისძიება გაიმართება

114

თბილისის თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ფედერაციის ორგანიზებით და ”ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, 5 აგვისტოს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სპორტული ღონისძიება Tbilisi Triathlon Challenge 2017. აღნიშნული შეჯიბრი აერთიანებს სპორტის სამ სახეობას: ცურვას, ველოსპორტს და სირბილს.

როგორც ”ფორტუნას” ”ვითიბი ბანკიდან” აცნობეს, საქართველოში მსგავსი მასშტაბის შეჯიბრი პირველად იმართება და მასში  საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან  150 -მდე სპორტსმენი მონაწილეობს. პროფესიონალების გარდა შეჯიბრში მონაწილეობას  მოყვარული სპორტსმენებიც იღებენ. ღონისძიება დილის 7 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g