LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს

209
1

მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მძლეოსანი ვიქტორ სანეევი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დღეს დაკრძალეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სანეევი თბილისის დროით 04:55 საათზე დაკრძალეს.

დაკრძალვის წინ კი სამგლოვიარო ცერემონია ქართული სიმღერების – “ზამთარის” და “საქართველო ლამაზოს” თანხლებით მიმდინარეობდა.

ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში 3 იანვარს გარდაიცვალა.

სანეევი 1945 წელს, სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი 90-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრობდა.

ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები