LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდნეიში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ევაკუაციის შესახებ მიიღო შეტყობინება

1265
1000 (1)

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ევაკუაცია გამოცხადდა. მოსახლეობამ შეტყობინება მიიღო, რომ საცხოვრებლები სასწრაფოდ დატოვონ. ამის მიზეზი კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარია.

ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიურო ქალაქის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია სიცოცხლისთვის საშიში წყალდიდობა და დამანგრეველი ქარი.

Associated Press-ის ინფორმაციით, სიდნეიდან ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები