LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდნეიში სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის

186
ccd110fc6e3759c1211bdb8d1988cabf

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

“ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები