2016 წლის შედეგებით, “ვითიბი ბანკმა” 1900 აგრო სესხი გასცა, ჯამურმა თანხამ კი 50 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 17 მილიონი ლარის სესხია გაცემული. წლის განმავლობაში ”ვითიბი ბანკის” აგრო კრედიტების პორტფელის ზრდამ 26% შეადგინა.
როგორც ბანკში აცხადებენ, 2016 წლის განმავლობაში ”ვითიბის” აგრო სესხები გაიცა მემცენარეობის, მევენახეობის, მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობებისა და სხვა სექტორების დასაფინანსებლად.