„ვითიბი ბანკი“ და „ტოიოტა ცენტრი“ მსურველებს ერთობლივად სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს სთავაზობენ.
ბანკი „ტოიოტას“ მარკის ნებისმიერი მოდელის ავტოსესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს: უფასო სერვისს 3 წლის განმავლობაში, 6- თვიან დაზღვევას, 15- თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, ნასვამი მძღოლის მომსახურებას, ტექნიკურ დახმარებას გზებზე და ავტომობილის გადაფორმებას.
„აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა არ მოითხოვება, ხოლო სესხის მაქსიმალური ვადა 60 თვეა“, – აცხადებენ ბანკში.