LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვითხოვთ ერთადერთს, გადადგომას ღარიბაშვილის და ლილუაშვილის” – აქციაზე ხელისუფლებას დრო ხვალ 12 საათამდე მისცეს

90
214494727-776718529690639-1274174173520668191-n

12 ივლისის 12 საათი —  მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დასანიშნად, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები,  ხელისუფლებას დროს ხვალ, 12 ივლისს, 12 საათამდე აძლევს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, პროტესტი პარლამენტთან 6 საათზე ისევ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივი გადადგომაა და მოძალადეების დასჯაა.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში კანცელარიასთან არიან შეკრებილი. ისმის შეძახილები – “დაისაჯონ მკვლელები”.

“ვითხოვთ ერთადერთს, გადადგომას ღარიბაშვილის და ლილუაშვილის. ღარიბაშვილის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთავრობის გადადგომას”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g