LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს” – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებენ

69
BeFunky-collage (3)

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე  მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები არიან შეკრებილები. ისინი ოპოზიციური პარტიების მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

„ეს ადამიანები ამომრჩევლებს მათი ხმების დაცვას დაპირდნენ, მაგრამ ამ დაპირებას ვერ ასრულებენ, შესაბამისად, ისინი ღალატობენ საკუთარ ამომრჩევლებს. ჩვენი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს მოთხოვნა ძალაშია“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს:

  • დავით ბაქრაძემ,
  • ალეკო ელისაშვილმა,
  • ბადრი ჯაფარიძემ,
  • ზურაბ ჯაფარიძემ,
  • მამუკა ხაზარაძემ,
  • ვახტანგ მეგრელიშვილმა,
  • შალვა პაპუაშვილმა,
  • სალომე სამადაშვილმა,
  • ხათუნა სამნიძემ,
  • არჩილ თალაკვაძემ,
  • გიორგი ვაშაძემ.

“საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა

ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

 

 

mazda magti 5g