LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითომ საგამოძიებო კომისია არის ბოროტი პოლიტიკური ცირკი – ხელისუფლება უნიჭო სანახაობას დგამს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული“ – ლევან სამუშია

122
ლევან სამუშია

„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლევან სამუშიას განცხადებით, „ვითომ საგამოძიებო კომისია ბოროტი პოლიტიკური ცირკია, რომელმაც ჯერ საკუთარ თავს დაარქვა პარლამენტი და ახლა ამ პარლამენტმა რაღაცა შექმნა და დაარქვა საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“.

პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

„საპარლამენტო უმრავლესობა მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, უკვე, ჩანს, რომ საკმარისი საფუძველი იქნება, მოხდეს „ნაცმოძრაობის“ და მისი მოღალატეობრივი სქემის მოშლა“ – შალვა პაპუაშვილი

სამუშიამ „ძლიერი საქართველოს“ იურისტისა და ოფისის მენეჯერის გამოკითხვის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ამ წუთებში იკითხებიან.

„რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს არის ამ ცირკის გაგრძელება, მორიგი სერია. ჩვენი პარტიის თანამშრომლებს, იურისტს რატომ იბარებენ გაურკვეველია და მათი გაგებით, მიმდინარეობს ამ ადამიანების დაშინება. არავის არაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი ღიად თქვა. მამუკა ხაზარაძემ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და მათი განცხადებით, ისინი ამ ბოროტ პოლიტიკურ ცირკში, რასაც ე.წ. საგამოძიებო კომისია ჰქვია, მონაწილეობას არ აპირებენ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც ამ მართული სასამართლოს პირობებში მზად არიან ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცენ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება „უნიჭო სანახაობას დგამს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული“.

სააკაშვილი: საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ, არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g