LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავს ძალიან მხნედ გრძნობს, მისი ერთადერთი საწუხარი პატარა შვილებია – ლევან სამუშიამ ნიკა გვარამია მოინახულა

148
Untitled design (7)

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში “ლელოს” წევრმა, ლევან სამუშიამ მოინახულა.

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

მოგვიანებით მან მედიასთან გვარამიას მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ძალიან მხნედ გრძნობს:

“ძალიან მხნედ გრძნობს თავს, ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე და ვუთხარით, თუ რა დადებითი გამოხმაურება აქვს საზოგადოების მხრიდან და როგორი დადებითი განწყობაა მის მიმართ, ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო საზოგადოების განცხადებებისა და განწყობების შესახებ.

ერთადერთი საწუხარი რაც აქვს, არის ბავშვები, მისი პატარა შვილები, თუ როგორ შეხვდებიან ამ ყველაფერს.

ტელევიზორი არ აქვს საკანში შეტანილი, მაგრამ ელოდება, რომ შეუტანენ”, – განაცხადა სამუშიამ.

ამ წუთებში კი ნიკა გვარამიას “ნაციონალური მოძრაობის წევრი” ეკა ხერხეულიძე ხვდება.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გამოცხადებული განაჩენით, გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

კალაძე გვარამიაზე: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განცხადება მოგვისმენია მისგან ჩემი განადგურების მუქარით, მე არავის დაჭერა არ მიხარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები