LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიტორია ჩერეტი ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი შეყვარებულის კაბაში გამოჩნდა

350
ვიტორია ჩერეტი ლეონარდო დიკაპრიოს ყოფილი შეყვარებულის კაბაში გამოჩნდა

ცნობილ მოდელის ვიტორია ჩერეტის კაბა ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში, სკანდალის თემა გახდა. 27 წლის მოდელმა შაბათს საღამოს ინსტაგრამის სთორიში გააზიარა დახეული კაბის ფოტოები, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა.

ვიტორიას Dolce Notte-ს წვეულებაზე, რომელსაც პიჟამებით შთაგონებული დრეს-კოდი ჰქონდა, სწორედ ვინტაჟური ვერცხლისფერი „დოლჩე და გაბანას“ კაბა ეცვა. ღონისძიებას ის შეყვარებულ ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად დაესწრო. თავად კაბამ კი ყურადღება იმის გამო მიიქცია, რომ ის აშკარად დახეული იყო. ეს კაბა საზოგადოებისთვის უცხო არ არის. ის ადრე ჟიზელ ბუნდჰენს ეცვა 2003 წლის Met Gala-ზე, როდესაც ის ასევე ლეოს ხვდებოდა. ვიტორიამ  გააზიარა ვიდეო, რომელშიც კაბის პატარა ნახვრეტს აკვირდებოდა. „როგორ დაიწყო ეს ყველაფერი“ – დააწერა მან კლიპს. კლიპიდან ჩანს, რომ კაბა წვეულების დროს გაიხა, შემდეგ კი ის მთლიანად დაიფლითა.

„ლეო ჩატეხეს?“,„ორლანდოს მადა გაეხსნა?“ – ორლანდო ბლუმისა და ლეონარდო დიკაპრიოს საცოლის ერთობლივ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ერთმანეთი მილანში გავიცანით” – ლეოს გოგო გაშიშვლდა და საყვარელ მამაკაცზეც ისაუბრა – ვიტორია ჩერეტი Vogue-ის გარეკანზე

როგორ დაიპყრო ვიტორია ჩერეტიმ ყველასთვის მოუხელთებელი ლეონარდო დიკაპრიო – ცნობილია მოდელის სტრატეგიული გეგმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები