LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: „მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“

218
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჩხაიძე

„მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო, საჭირო გახდა პალატის ცვლილება.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“

„კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

იაგო ხვიჩია: „ ვესაუბრე „ვივამედის“ ხელმძღვანელს, მან მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს, თუ არ ვცდები, ტელევიზორიც დღეიდან ექნება“

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.

შესაბამისად, პალატა შეიცვალა. ბევრად გაუმჯობესებულ პირობებშია, არანაირად არ არის გაუარესებული, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“. – აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ჩხაიძემ.

ინფორმაციისთვის, „ვივამედის“ კლინიკაში, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია, დედამ, გიული ალსანიამ გაავრცელა. ის აღნიშნავდა, რომ „ახალ პირობებში ტელევიზორი არ ჰქონდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g