ამჯერად, პაპარაცების ობიექტივში ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 16 წლის ქალიშვილი, ვივიენი მოხვდა. ის ლოს-ანჯელესში, უფროსი დის, შაილოს საცეკვაო სტუდიასთან დააფიქსირეს.
საქმე ისაა, რომ შაილოს რამდენიმე დღის წინ 19 წელი შეუსრულდა. ვივიენმა გადაწყვიტა, დისთვის სიურპრიზი მოეწყო და მის საუკეთესო დაქალთან ერთად მას სტუდიასთან დახვდა.
ამ დღეს ვივიენს, როგორც ყოველთვის, ყოველდღიური, თავისუფალი სტილის ზედა და შარვალი ეცვა.
ცნობისთვის, გუშინ ინტერნეტსივრცეში შაილოს ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც ის თავის კოლეგასთან და მეგობართან ერთად სეირნობს. დასავლური გამოცემები, მათ შორის Daily Mail, აღნიშნავენ, რომ შაილოსა და მის მეგობარს ახალო ურთიერთობა აქვთ და გოგონა არატრადიციული ორიენტაციისაა.
ულამაზესი ანჯელინა და მისი უმშვენიერესი ქალიშვილი საყიდლებზე – უახლესი ფოტოები
„ძველი დიდებულება დაიბრუნა“ – ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად პრემიერაზე


