LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც პანდემიის მასობრივი ვაქცინაციით დამარცხებას გულისხმობს – ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება

49
BeFunky-collage (2)

„გვინდა, დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი. უკვე ივლისიდან ჩვენ ველოდებთ მილიონზე მეტ ვაქცინას. ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით”, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრამდე გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ხვდება.

“დღევანდელი შეხვედრა რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ კლინიკებთან ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდამდე, რათა ჩვენს მოქალაეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება პროცესში.

სახელმწიფო რა თქმა უნდა, გამოთქვამს მზაობას ყველა იმ პრობლემის გადაჭრისთვის, რაც კლინიკებს შესაძლოა, ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროოვეს“.– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g