ვიზაჟისტმა ჟეზმინა დენიელმა „ინსტაგრამზე“ მიმდევრები საკუთარი ნამუშევრებით მოხიბლა. მის მიერ მოხატული ტუჩები სოციალურ ქსელებში ნამდვილ „აფეთქებად“ იქცა. ფერადი ნახატები, მულტფილმების გმირები, ბრჭყვიალა საღებავით გაფერადებული ტუჩები – ყველას აღაფრთოვანებს, თუმცა ამგვარი „მაკიაჟის“ გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ალბათ, შეუძლებელია.
ვიზაჟისტს YouTube-ზე საკუთარი არხიც აქვს, Miss Jazmina, სადაც მსურველებს უხსნის, როგორ შეიძლება ტუჩების სხვადასხვა ნახატით გალამაზება.