LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს – ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია”- მამუკა მდინარაძე

144
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი  მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და წერს, „რომ ვიზალიბერალიზაციაზე, ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას სჭირდება კონსესუსი, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი”. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება.

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: „ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს.. მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა“

ლევან ხაბეიშვილი: „დამთავრდა სახლში პულტებით ტელევიზორთან ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი“

“ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას (მსგავსი საკითხის ინიციირებასაც კი), სჭირდება კონსესუსი, ანუ ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან და მეტი არაფერი!

იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან მას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და ეს საფუძველი შეკვეთილი და ათასგზის გაუფასურებული რეზოლუცია ვერ იქნება, რომელსაც არავითარი ძალა ისედაც არ გააჩნია!

მოკლედ, ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება!

ამავე დროს, რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის სანქცირების და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ასევე გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონპროექტების გაწვევის მოთხოვნას ეხება!

ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია, ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და მას საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს და ის ქართული საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია!“, – წერს მდინარაძე.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g